GS1-ის გლობალური ქსელი 118 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენი მისიაა ბიზნეს პროცესების გამარტივება, მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორში - საცალო ვაჭრობიდან და კვების სექტორიდან დაწყებული ჯანდაცვით, ლოჯისტიკითა და ელექტრონული კომერციით დასრულებული.
GS1 სტანდარტები სხვადასხვა სექტორში გამოიყენება
![]() | საცალო ვაჭრობა პროდუქტს, რომელიც დაფასოებულია და სარეალიზაციოდაა განკუთვნილი, საჭიროა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნომერი. საცალოდ მოვაჭრეებს შეუძლიათ, GS1 სტანდარტების მეშვეობით მუდმივად ადევნონ თვალყური პროდუქტის მოძრაობას მიწოდების ჯაჭვის ყველა საფეხურზე. მისი სკანირებით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიიღონ პროდუქტისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ. |
![]() | ჯანდაცვა სტანდარტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სამედიცინო ბარათი მოიცავს ინფორმაციას პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტის დასახელების, დოზისა და სერიის ნომრის შესახებ; სადაც განთავსებულია მკურნალი ექიმისა და ექთნის მონაცემები. GS1 სტანდარტები გეგმავს, ჯანდაცვის სისტემაში დანერგოს ინოვაციები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს უსაფრთხო მომსახურების საშუალებას მისცემს. |
![]() | ტრანსპორტი და ლოჯისტიკა როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სატრანსპორტოდ განკუთვნილი ყუთები, პალეტები სწორ ადგილას და საჭირო დროსაა მისული? GS1 სტანდარტები უზრუნველყოფენ ლოჯისტიკური ერთეულების მოწესრიგებულ მართვას, რეალურ დროში მარაგის კონტროლსა და მიკვლევადობას. |
საქართველოში მხოლოდ „GS1 საქართველოს“ შეუძლია GS1 საერთაშორისო სტანდარტის შტრიხკოდის გაცემა.
GS1 საქართველო არის გლობალური სტანდარტების ორგანიზაცია GS1-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.