კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ 1997 წელს დაარსდა. „სანტე“ პირველია ქართულ ბაზარზე თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების წარმოებაში.

კომპანიაში დღეს 120 - მდე დასახელებს პროდუქტი იწარმოება. სანტე იყო ასევე პირველი კომპანია, რომელმაც ბრენდირებული ყველის და ბევრი ბრენდის მიმართულება შექმნა, როგორიცაა: დესერტების ხაზი სანტისიმო, ნატურალური რძიგან დამზადებული ბრენდი სანტინო და ა.შ.

კომპანიის წარმატება პროდუქციის მაღალ ხარისხსა და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებაში მდგომარეობს.

„სანტეში“ 500-მდე ადამიანია დასაქმებული. აგრეთვე ჰყავთ პარტნიორი ფერმერები და გლეხები, რომელთაგანაც რძეს იბარებენ. ასეთი დაახლოებით 200 ოჯახი გახლავთ.

სამხრეთ კავკასიაში „სანტე“ იყო პირველი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ISO სერთიფიკატი მიიღო და სამი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. ეს ადასტურებს, რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრადაა დაცული.

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ GS1 საქართველოს წევრია მისივე დაარსების წლიდან. კომპანია პროდუქტს, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს, ასევე გააქვს ექსპორტზე.