გამორჩეული გემოსა და ხარისხის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ 2017 წელს შეიქმნა.კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა.

ასორტიმენტი მრავალფეროვანია, დღესდღეობით „მანნა“ 14 სახეობის ჩაის აწარმოებს: კლასიკურ შავ და მწვანე ჩაის, შავი ჩაი მოცვის ფოთლით, შავი ჩაი ასკილით, შავი ჩაი ბეგქონდარით, შავი და მწვანე ჩაი ლიმონით, მწვანე ჩაი პიტნით, შავი ჩაი კენკრით(მაყვალი და ჟოლო) და ახალი დეტოქს ჩაი (მწვანე ჩაი ხილით, ფეიხოა, კივი, ფორთოხალი და ლიმონი). ყველა სახის ნედლეული, რაც ჩაიში გამოიყენება, ქართულია და მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

კომპანია ქვეყნის ორ რეგიონში - სამეგრელოსა და გურიაში ყიდულობს მაღალი ხარისხის ჩაის ფოთოლს. ნედლეულის ხარისხი მკაცრად კონტროლდება; „მანნა“ სურსათის უვნებლობის ყველაზე მაღალ სერტიფიკატს, FSSC 22000-ს ფლობს. თავად წარმოების პროცესი კი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. „მანნას“ გუნდი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს ყველაფერი ჯანსაღ ნედლეულთან ერთად, პროდუქციის მრავალფეროვნებასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

"მანნას“ ჩაის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს, სწორ ტექნოლოგიურ დამუშავებასთან ერთად, ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის გამორჩეულობაც ქმნის.

საქართველოში იმ რეგიონების კლიმატს, სადაც ჩაი იზრდება, მთის და ზღვის ჰაერის შერწყმა ქმნის, რაც განსაკუთრებით უხდება ჩაის პლანტაციებს. სწორედ ეს არის ის ძირითადი უპირატესობა, რაზეც „მანნას“ მარკეტინგული კამპანიაა დაფუძნებული.

„მანნას“ ჩაი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხარისხი.

კომპანია პოზიციონირებს როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყანაში. „მანნა“ ყოველწლიურად მონაწილეობს ჩაის სხვადასხვა გამოფენაზე მსოფლიოში, სადაც პროდუქცია, ზემოჩამოთვლილი მიზეზების, უპირველესად კი, ეკოლოგიური პოზიციონირების გამო, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს.

კომპანია GS1 საქართველოს წევრია და მის პროდუქციას უნიკალური შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. „მანნა“ სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში შედის: „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „კარფური“, „ ნიკორა“, „ფრესკო“, „ევროპროდუქტი“ და „მადაგონი“. ასევე მუშაობენ ჰორეკა მიმართულებითაც.

რაც შეეხება ექსპორტს, ჩეხეთის რესპუბლიკაში აქვს საწყობი საიდანაც მარაგდება ევროპის რამდენიმე ქვეყანა.