საძიებო სისტემა
GS1 სისტემის შტრიხ-კოდები
GS1 სისტემაში გაერთიანებულია ოთხი განსხვავებული სახეობის შტრიხ-კოდი:
EAN.UCC 8
EAN.UCC 13
EAN.UCC 14 (ITF 14)
EAN.UCC 128
თითოეულ მათგანს გააჩნია მკაცრად დადგენილი სტანდარტული, მინიმალური და მაქსიმალური ზომები, X განზომილება (შტრიხ-კოდის შემადგენლობაში შემავალი შავი და თეთრი ხაზების სტანდარტული, მინიმალური და მაქსიმალური ზომები) და გაზრდის კოეფიციენტი (შტრიხ-კოდის გაზრდის ან შემცირების მაქსიმალური ზღვარი).
EAN.UCC 8
სტანდარტული ზომა 26.73მმ.X 21.31მმ.
მინიმალური ზომა 21.38მმ X 17.05მმ.
მაქსიმალური ზომა 53.46 X 42.62მმ.
X განზომილების სტანდარტული ზომა 0.330მმ.
თეთრი ველი: მარცხენა 2.31მმ. (11X)
მარჯვენა 2.31მმ. (7X)
შტრხ-კოდის სიმაღლე 18.23მმ.
EAN.UCC 13
სტანდარტული ზომა 37.29მმ. X 25.91მმ.
მინიმალური ზომა 29.83მმ. X 20.73მმ.
მაქსიმალური ზომა 74.58მმ. X 51.82მმ.
X განზომილების სტანდარტული ზომა 0.330
თეთრი ველი: მარცხენა 3.63მმ. (11X)
მარჯვენა 2.31მმ. (7X)
შტრხ-კოდის სიმაღლე 18.23მმ.
EAN.UCC 14 (ITF 14)
სტანდარტული ზომა 142.75მმ X 32.00მმ.
მინიმალური ზომა 71.40მმ X 12.70მმ.
მაქსიმალური ზომა 162.85მმ. X 52.00მმ.
X განზომილების სტანდარტული სიდიდე 1.016მმ.
თეთრი ველი: მარცხენა 10.2მმ.
მარჯვენა 10.2 (10X)
შტრიხ-კოდის სიმაღლე: 32მმ.
EAN.UCC 128
EAN.UCC 128 სახეობის შტრიხ-კოდის ზომები არ არის მკაცრად დადგენილი და შესაძლოა შეიცვალოს საჭიროების მიხედვით, დადგენილია მხოლოდ X განზომილების სტანდარტული სიდიდე და შტრიხ-კოდის სიმაღლე.
X განზომილების სტანდარტული სიდიდე 1.016მმ.
შტრიხ-კოდის სიმაღლე 32მმ.





