ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ 2014 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და დაიწყო ინდუსტრიული ყავის წარმოება. ჩერი დღეს უკვე 40-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს და მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებულ, გამორჩეულად გემრიელ, 100% ნატურალურ ყავას სთავაზობს.

“ჩერის” კუთვნილი საწარმო თბილისში მდებარეობს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კვების წარმოებაში მოქმედ სტანდარტებს და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა. მუშაობის პროცესი კი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. “ჩერის” მთავარ პრიორიტეტს ხარისხი განაპირობებს. მისი ყავა მზადდება საუკეთესოდ აღიარებული გერმანული დანადგარებით და მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ, ახლად მოხალულ ყავას სთავაზობს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში და თითქმის ყველა მარკეტში. ასევე აქვთ ონლაინ მაღაზია: www.shop.cherie.ge, სადაც უფასო მიწოდების სერვისი აქვთ.

კომპანია GS1 საქართველოს წევრია, პროდუქტს უნიკალური, საერთაშორისოდ აღიარებული შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. პროდუქცია ამ ეტაპზე, მცირე რაოდენობით გააქვთ ექსპორტზე, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

 “ჩერის” ბაზარზე გამოჩენისას, მისი მისია იყო ქართველი მომხმარებლისთვის 100% ნატურალური, ნამდვილი ყავის შეთავაზება, რათა ადგილი დაემკვიდრებინა ქართული ყავის ბაზარზე. კომპანიამ მალევე შეძლო მომხმარებლის ნდობის მოპოვება.

 “ჩერის” პროდუქცია ყველასაგან გამორჩეული, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია. შესაბამისად სამომავლოდ იგეგმება დიდი მასშტაბებით მოიცვას საექსპორტო ქვეყნები და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე.