ბანი - პირველი ქართული, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, განსაკუთრებული გემოს მქონე, მაღალალკოჰოლური სასმელია. მისი შექმნის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა, ხოლო ქართულ ბაზარზე წელს გამოჩნდა. კომპანია 5 სახეობის სასმელს აწარმოებს, სადაც შედის პორტვეინი და ბრენდზე დაყრდნობილი მიქსები: თეთრი პორტვეინი, წითელი პორტვეინი, მსხლისა და ბრენდის მიქსი, საფერავისა და ბრენდის ბიქსი, კოლასა და ბრენდის მიქსი.

ბანს 18% ალკოჰოლის შემცველობა აქვს, მისი შეფუთვა საკმაოდ კომფორტულია, გემოები კი მრავალფეროვანი. ბანის ძირითადი მომხმარებლები ინოვაციური, დამოუკიდებელი, თანამედროვე და თავისუფლების მოყვარული ადამიანები არიან.

ამერიკასა და ევროპაში თუნუქის ქილებში ჩამოსხმული ღვინო საკმაოდ პოპულარულია. ბაზარზე სწორედ ამ პროდუქტის ნახვის შემდეგ გაჩნდა იდეა, საქართველოშიც გაკეთებულიყო მსგავსი ტიპის სასმელი. რაც შეეხება ბრენდის კონცეფციას ბანი საფესტივალო, საკლუბო და საპიკნიკე–გასართობი კონტექსტის სასმელი იქნება, რომელიც სიცილთან, სიყვარულთან, ბედნიერებასთან იქნება ასოცირებული. როგორც უკვე აღინიშნა, ბანს 18% ალკოჰოლის შემცველობა აქვს, რაც მკაფიოდაა გამოხატული ბრენდინგშიც და მარტივი ფრაზით გამოიხატება – “დაუმატე შენს თავს 18% იმისთვის, რომ იყო…” და ამას მოსდევს სხვადასხვა ვარიაცია: ბედნიერი, მხიარული და ა.შ. თითოეული პროდუქტისთვის კი შექმნილია სახასიათო პერსონაჟები, რომლებიც ქილის დიზაინშია გამოყენებული.

მისი შეძენა შესაძლებელია: აგროჰაბში, სმაგლერსსა და რესტორნების ქსელ „უკვეში“. ასევე გამოძახება გლოვოსა და ვოლტის აპლიკაციით.

ბანის სამომავლო გეგმას ახალი გემოების დამატება და პროდუქციის ევროპასა და ამერიკაში, ექსპორტზე გატანას წამოადგენს. კომპანიის მიზანია, ბანი გლობალურ ბრენდად იქცეს, რომელიც იქნება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, გართობისა და ინოვაციურობის სიმბოლო.