FAQ (ხშირად დასმული კითხვები)

 

რა არის GS1?

GS1 არის ნეიტრალური და არაკომერციული გლობალური ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია 112 ქვეყანა. ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. GS1 სტანდარტები კომპანიებს საკუთარი პროდუქციის, მომსახურების, ლოჯისტიკური ერთეულებისა და ფიზიკური ადგილმდენარეობის უნიკალური იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს.


რას საქმიანობს GS1 საქართველო?

GS1 შტრიხკოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი ავტორიზირებული ორგანიზაციაა, რომელიც მართავს ამ სისტემას. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას, „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს ქვეყნის კოდით 486-ით იწყება. აუცილებელია აღინიშნოს რომ ეს პრეფიქსი GS1-ის საერთაშორისო სისტემაში მხოლოდ საქართველოსთვის არის გამოყოფილი. შესაბამისად, შტრიხკოდები, რომელსაც საქართველოში არაავტორიზებული წყაროები გასცემენ, არ არის GS1-ის გლობალურ მონაცემთა ბაზასთან (GERIP) სინქრონიზირებული და შეუძლებელია მათი უნიკალურობის გარaნტირება.


EAN-13 შტრიხკოდი მიუთითებს პროდუქტის წარმოშობის ქვეყანას?

არა. არა. EAN-13 შტრიხკოდს წინ ერთვის ქვეყნის სამნიშნა კოდი (486), მომდევნო 6 ციფრია კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც ანიჭებს ჩვენი ორგანიზაცია. შემდგომი 3 ციფრია პროდუქციის კოდი და ბოლო 1 ციფრი წარმოადგენს საკონტროლო ციფრს.GS1-ის პრეფიქსი არ აღნიშნავს იმას, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა პროდუქტის წარმოება; პროდუქტი შეიძლება წარმოებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში.

იმისათვის რომ გაარკვიოთ რომელ კომპანიას ეკუთვნის შტრიხკოდი შეგიძლიათ ჩაწეროთ შტრიხკოდის ნომერი GEPIR საძიებო სისტემაში.


შედის თუ არა შტრიხკოდის სტრუქტურაში ფასი და ინფორმაცია პროდუქციის შესახებ?

არა. შტრიხკოდი წარმოადგენს ნომერს, რომლის საშუალებითაც ხდება პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკაცია. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ მოთავსებულია მონაცემთა ბაზაში.


რა არის კომპანიის გლობალური პრეფიქსი (GCP)?

კომპანიის პრეფიქსი (GCP) არის 9 ციფრიანი ნომერი, რომლითაც ხდება კომპანიის უნიკალური იდენტიფიკაცია. GS1 საქართველოს მიერ გაცემული პრეფიქსი 486-ით იწყება.


რა არის პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GTIN)?

პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN არის უნიკალური ნომერი, რომელიც გამოიყენება პროდუქციისა თუ სერვისის საიდენტიფიკაციოდ. პროდუქტის ნებისმიერი ძირითადი მახასიათებლის ცვლილებისას, საჭიროა განსხვავებული საიდეტიფიკაციო ნომრის მინიჭება.


რა არის ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GLN)?

ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GLN, არის 13 ციფრიანი ნომერი, რომელიც გამოიყენება ადგილმდებარეობის, კომპანიის თუ მისი ფუნქციონალური ქვედანაყოფის იდენტიფიკაციისათვის.


თქვენთან აღებული შტრიხკოდი აღიარებული იქნება საზღვარგარეთ?

დიახ. GS1 შტრიხკოდები გამოიყენება მსოფლიოს ნებისმეირ ქვეყანაში.


რამდენ ხანში მივიღებ შტრიხკოდს?

შტრიხკოდს მიიღებთ გაწევრიანებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში


აღარ ვუშვებ პროდუქტს, შემიძლია ამ შტრიხკოდით სხვა პროდუქტის გამოშვება?

არა. დაუშვებელია პროდუქტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN ხელახლა გამოიყენოთ სხვა პროდუქტის იდენტიფიკაციისათვის,

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები:

1. როდესაც პროდუქცია ბაზარზე არ გასულა.

2. როდესაც ბაზრიდან პროდუქციის უკან გამოხმობა ხდება, თუ რა თქმა უნდა ისეთი ცვლილებები არ იქნა შეტანილი პროდუქციაში რაც ახალი შტრიხკოდის მინიჭების საბაბი შეიძლება გახდეს.


ტელეფონით დავასკანერე პროდუქტზე არსებული შტრიხკოდი. რატომ ვერ ვიღებ მონაცემებს პროდუქტის შესახებ?

იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია GS1 სისტემაში არსებული კომპანიების შესახებ, უნდა ისარგებლოთ GS1-ის ოფიციალური სატელეფონო აპლიკაციით iGepir.

გადმოტვირთეთ:

Android სისტემისთვის

iOS სისტემისთვის


ყუთისთვის მჭირდება შტრიხკოდი, როგორ მოვიქცე?

GS1 სისტემის შტრიხკოდები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შეფუთვის საიდენტიფიკაციოდ. იმ შემთხვევაში თუ შეკვრა/ყუთი განკუთვნილია საცალო ვაჭრობის ქსელში სალაროსათან სკანირებისთვის (Point-of-Sail) საჭიროა EAN13 კოდის გამოყენება.

შტრიხკოდის უშუალოდ მუყაოს ყუთზე ბეჭვდის დროს ITF14 კოდი გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კოდით შეფუთვის/ყუთის მარკირება დაუშვებელია სალაროსთან სკანირებისთვის განკუთვნილი შეკვრის საიდენტიფიკაციოდ.


აქვს თუ არა მნიშვნელობა შტრიხკოდის ზომას?

დიახ, აქვს ბეჭდვის ხარისხი და გამოყენებული მასალა განსაზღვრავს შტრიხკოდის ზომას. რაც უფრო დაბალი ხარისხისაა ბეჭდვა, მით მეტი ზომისაა შტრიხკოდი.

დეტალური ინფორმაცია შტრიხკოდების ზომების შესახებ იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე .


რა არის თქვენი სამუშაო საათები?

ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 18 საათამდე.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 296 10 19

ან მოგვწეროთ: info@gs1ge.org